COVID-19

ინფექციონისტი: ველოდებით, როგორც გამოჯანმრთელების შემთხვევების მატებას ისე, დაავადების გამოვლინების ზრდას

მარიამ ზალდასტანიშვილი ფორმულას ეთერში
1584993509
დაკოპირებულია

ინფექციონისტ მაია ზალდასტანიშვილის თქმით, დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების გაზრდასთან ერთად, ახალი ვირუსით დაავადებულების მატებაცაა მოსალოდნელი.

ექიმი აღნიშნავს, რომ ახალი ვირუსით დაავადებულთა უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია.

"მე ვარ ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგე. შესაბამისად ყველა ამ პაციენტმა ჩემს ხელში გაიარა. ამჟამად, ჩვენთან მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შედარებით მძიმე მდგომარეოაბაშია 3 პირი. გუშინ 7 გამოჯანმრთელება იყო. ჩვენ ველოდებით, როგორც გამოჯანმრთელების შემთხვევების მატებას ისე, დაავადების გამოვლინების ზრდას. რაც მთავარია, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში სწრაფი ტესტების გამოყენება ეფექტური იქნება.

"მარნეულსა და ბოლნისში თუ ჩატარდება სწრაფი ტესტები, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ალბათობა, რომ ეს ტესტები იქნება ზუსტი უნდა იყოს მაღალი. იმ შემთხვევაში თუ პასუხი ზუსტი არ აღმოჩნდება მაშინ გვექნება უკუჩვენება, მაგრამ შესანიშნავი მაგალითი გვაჩვენა სამხრეთ კორეამ, სადაც აგრესიული ტესტი ჩატარდა და კორონავირუსმა უკან დაიხია, ჩვენს სახემწიფოს ამხელა ფიუფუნება არ აქვს, მაგრამ თუ დაიწყება სწარაფი ტესტით მუშაობა, რა თქმა, უნდა მივესამები და მომხრე ვარ ამ მეთოდის", - განაცხადა მარიამ ზალდასტანიშვილმა "ფორმულას" ეთერში.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დრომდე სულ 8 პაციენტია განკურნებული.