მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირების მაღალი რაოდენობით, პოპულაციურ იმუნიტეტთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1643182594
COVID-19

„შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების მაღალი რაოდენობით პოპულაციურ იმუნიტეტს მივიღებთ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ რაოდენობას, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაში ხდება და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს განიხილება კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ტემპერატურის მართვა კორონავირუსის დროს და ტემპერატურის მართვა გრიპის დროს არაფრით განსხვავდება“ - ივანე ჩხაიძე

„გაუქმდეს მწვანე პასპორტი, ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„ომიკრონი“ არსებული პანდემიის ბოლო წერტილი არ არის, უნდა მოვემზადოთ გაზაფხულისთვის“ - დევი ტაბიძე

„ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

„ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება“ - „ფაიზერის“ დირექტორი