COVID-19

ირანში 24 საათში კორონავირუსის ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსი ირანში
1583934963
დაკოპირებულია

ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ირანისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9 ათასამდე აღწევს. ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ 24 საათის განმავლობაში Covid-19-ის ვირუსს 63 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 354-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. 2020 წლის იანვრიდან ვირუსი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინეტს მოედო. მასშტაბური გავრცელება სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით, სულ, 120 000 ადამიანზე მეტია დაავადებული. Covid-19-ს 4 361 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო 66 ათასზე მეტი განიკურნა.