
ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ე.წ. ჩინურ ვირუსს- COVID-19-ს 147 ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მსოფლიოს ქვეყნების მიმართ ერთგვარი მესიჯი გააჟღერა და მოუწოდა მათ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ ახალ ინფექციაზე.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა.
რაც შეეხება საქართველოს, 18 მარტის მონაცემებით, ვირუსის 38 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.