COVID-19

ირანში კორონავირუსით ერთ დღეში 113 ადამიანი გარდაიცვალა

პაციენტი პალატაში
1584272919
დაკოპირებულია

ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 113 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 1 209-ით გაიზარდა.

შედეგად ქვეყენაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 724-ს აღწევს, ხოლო ინფიცირებულია ჯამში 13 938 ადამიანი.

ამავდროულად, ირანში კორონავირუსისგან 4 339 პაციენტია გამოჯანმრთელებული.