მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იშვიათი ნერვული აშლილობა შესაძლოა, ასტრაზენეკას გვერდითი მოვლენა იყოს - ევროკავშირი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ასტრაზენეკა
1631117460
COVID-19

სამედიცინო სფეროში ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოები აქვეყნებენ დოკუმენტს, რომელშიც ასტრაზენეკას იშვიათ გვერდით მოვლენაზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაცია thehill.com „როიტერზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) განცხადების თანახმად, იშვიათი ნერვული აშლილობა, რომელიც ცნობილია როგორც გილენ-ბარის სინდრომი, განიხილება როგორც ასტრაზენეკას ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენა - იტყობინება „როიტერი“.

EMA-ს ინფორმაციით, გილენ-ბარისა და კომპანია Vaxzevria-ს კავშირმა გამოიწვია სინდრომის 833 შემთხვევა 593 მილიონ დოზაში, რომელიც 31 ივლისამდე ჩატარდა.

ევროპულმა დამკვირვებელმა ორგანომ მოახდინა პოტენციური გვერდითი ეფექტის კლასიფიცირება როგორც „ძალიან იშვიათი“, რაც წარმოადგენს გვერდითი ეფექტების ყველაზე დაბალი სიხშირის კატეგორიას.

გილენ ბარის სინდრომი - ეს არის იშვიათი ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს ნერვებს.

ასტრაზენეკას ვაქცინა არ არის დამტკიცებული შეერთებულ შტატებში გადაუდებელი გამოყენებისთვის.

მარტში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის თანახმად ასტრაზენეკას ვაქცინა თრომბოზს იწვევს, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აღნიშნული ვაქცინის გამოყენებაზე დროებით უარი თქვა, თუმცა, იმავე თვეში განაახლა.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, ასევე, გაავრცელა გაფრთხილება, რომ გილენ-ბარის სინდრომი ძალიან იშვიათია და ის შესაძლოა, Johnson & Johnson-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენაც იყოს.