მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელში ფაიზერის მესამე დოზამ 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ისრაელში ფაიზერის მესამე დოზამ 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
1629309837
COVID-19

„ფაიზერ“ /BioNTech's -ის COVID 19-ის ვაქცინის მესამე დოზა 86%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, - ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის წარმომადგენელმა ჩატარებული კვლევის შედეგად განაცხადა.

კვლევისას ერთმანეთს შეადარეს 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებმაც მესამე დოზა მიიღეს სულ მცირე ერთი კვირის წინ და ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ორი დოზა მიიღეს იანვრიდან თებერვლამდე.

კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 37 ადამიანს კორონავირუსი მესამე დოზის მიღების შემდეგ დაუდასტურდა, 1.064 კი მეორე დოზის მიღების შემდეგ.

გასულ თვეში ისრაელმა დაიწყო „ფაიზერის“ მესამე დოზის მიღება დელტა ვარიანტით გამოწვეული ადგილობრივი ინფექციების ზრდასთან დაკავშირებით. დაახლოებით 1,1 მილიონმა ისრაელმა - 50 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა, ჯანდაცვის მუშაკებმა და სხვებმა - მიიღეს მესამე დოზა.

ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყო და ეს გარკვეულწილად დაეხმარა სხვა ქვეყნებსაც უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ამ ვაქცინის ირგვლივ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრიან“

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?

👉 საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები?