COVID-19

იტალია კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინს აწესებს

კარანიტინი იტალიაში
1583820059
დაკოპირებულია

იტალიის რესპუბლიკა კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინს აწესებს.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მიიღო.

კონტემ ხალხს მიმართა და მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ. იტალიაში საკარანტინო რეჟიმი 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 463-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი მსოფლიო გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ვირუსის პირველი შემთხვევები გასული წლის დეკემბერში დაფიქისირდა.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.