COVID-19

იტალიაში კორონავირუსის მქონე N1 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ექიმები პაციენტს სახლში უშვებენ
1585031047
დაკოპირებულია

იტალიაში კორონავირუსის ინფექციის მქონე N1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის ლომბარდიის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პაციენტი 38 მამაკაცია, სახელად მატეო. იგი საავადმყოფოში 21 თებერვალს მწვავე რესპირატორული უკმარისობით შეიყვანეს.

ახლა მატეო თავს კარგად გრძნობს და უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანებს იზოლაციისკენ მოუწოდებს.

23 მარტს იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს. ბოლო ერთი დღის მონაცემებით, კორონავირუსით 601 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა დღესთან შედარებით, 50-ით ნაკლებია.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 63 927 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 6 077-ს შეადგენს.