COVID-19

იტალიაში კორონავირუსით კიდევ 627 ადამიანი დაიღუპა

კორონავირუსის ლეტალური შემთხვევა
1584724879
დაკოპირებულია

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 627 ფაქტი დაფიქსირდა. ეს არის 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი, მსოფლიოს მასშტაბით.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 47 021-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 4032-ს აღწევს.

შეგახსნებთ, რომ კორონავირუსი მსოფლიოს 183 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს აღნიშნული ინფექცია პანდემიად გამოაცხადა.