
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 743 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც ინფექციის მსხვერპლთა ოდენობა 6820-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში ერთ დღეში ინფექციის 5 249 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 69 176-ს შეადგენს.
კორონავირუსი მსოფლიოს 196 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფექციით გარდაცვლილია ჯამში 18 250 ადამიანი.