მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიის მოსახლეობის 80% ვაქცინირებულია

აცრა
1633884383
COVID-19

იტალიამ მიაღწია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების მაჩვენებლის დასახულ მიზანს, ვაქცინირებულია მოზრდილთა 80%. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, იტალიამ გამოაცხადა, რომ მიაღწია მიზანს, დაახლოებით 60 მილიონიანი მოსახლეობიდან 43 მილიონზე მეტი ადამიანი არის სრულად იმუნიზებული.

გვიდო რასიმ, ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად იტალიის COVID 19-ის კომისრის მრჩეველმა თქვა, რომ ეს „არ იყო მხოლოდ სიმბოლური ბარიერი“.

„ეს არის ის დონე, რომელიც დაკავშირებულია ვირუსის მიმოქცევის მნიშვნელოვან შემცირებასთან და საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის მკვეთრ შემცირებასთან.“

ამის მიუხედავად, იტალიაში კოვიდ პასპორტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა. ათასობით ადამიანი გამოვიდა რომის ქუჩებში. ისინი „მწვანე ბარათების“ შემოღებას აპროტესტებდნენ, რომლის წარდგენაც 15 ოქტომბრიდან როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურებში სავალდებულო გახდება.

აქცია პოლიციასთან დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა, შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე

📣„ფაიზერის“ სრულად ვაქცინაციიდან მისი ეფექტიანობა რამდენიმე თვეში მცირდება - კვლევა

📣რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?