COVID-19

ჯანდაცვის მინისტრი: შეძენილ ტესტებზე გარკვეული გარანტიები გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის სამ ახალ შემთხვევაზეე
1584999451
დაკოპირებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, კორონავირუსის სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას, არ უპასუხა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, COVID-19-ის გამოწვევის ფონზე, ოპონენტებთან პოლემიკის გამართვა მას უხერხულობას უქმნის.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის ტესტების ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მიუხედავად ბაზარზე არსებული სხვადასხვა ვერსიებისა, არჩევანი ხარისხზე შეჩერდა.

"COVID-19 ისეთი მასშტაბის გლობალური გამოწვევაა, რომ აქ პოლიტიკურ ოპონენტს პოლიტიკურ ოპონენტად არ ჩავთვლიდი და ზოგადად, მსგავსი გამოწვევის დროს არ მიმაჩნია სწორად პოლემიკის გამართვა. რაც შეეხება ტესტებს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს. უარყოფა არ შეიძება, რომ ბაზარზე ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი და ბევრი შემოთავაზება იყო, მაგრამ ჩვენ მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკის ფასად ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, რომ ნებისმიერი ღირებულების და ხარისხის ტესტი შეგვეძინა. შესაბამისად, ჩავთვალე რომ ტესტების ხარისხი და რეკომენდაციები უნდა გაგვეთვალისწინებინა და ამის გათვალისწინების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილებები. აქედან გამოდინარე, შეძენილ ტესტებზე გვაქვს გარკვეული გარანტიები. არ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა გვარისკოთ დაუფიქრებელი ნაბიჯს გადაგმით", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დრომდე სულ 8 პაციენტია განკურნებული.