COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას აახლებს - ვირტუალური პრესკონფერენცია

ვიდეოჩართვა კორონავირუსზე
1584125132
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეოკონფერენცია გამართეს, სადაც Covid-19-ის შესახებ დეტალურად ისაუბრეს. როგორც სამედიცინო ექსპერტებმა განაცხადეს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი ევროპა გახდა, რადგან ევროპაში დაავადება გაცილებით სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს. დაავადება ძალიან დიდი სისწრაფით მოედო ქვეყნებს და სამწუხაროდ, მას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. ვიდეოკონფერენცია 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟუნრნალისტები იყვნენ ჩართულები.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნებს კორონავირუსის საბრძოლველად გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ.

პრესკონფერენციაზე ჰარვარდის უნიერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ხელმძღვანელმა კორონავირუსთან მიმართებაში ამერიკის რეაქციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მას ძალიან აკვირვებს ამერიკის დამოკიდებულება Covid-19-თან დაკავშირებით:

„ამერიკას გაცილებით ცუდი რეაქცია ჰქონდა კორონავირუსზე, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანას, სადაც ეს დაავადება გავრცელდა. მისი თქმით, მისთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ აშშ-ში ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით, 13 000 ტესტი ჩატარდა, ხოლო სამხრეთ კორეაში დღის განმავლობაში 10 000 ტესტი ტარდებოდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით 135 000 ადამიანი დაავადდა, 5 000-ზე მეტი გარდაიცვლა, ხოლო 62 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.