მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1617711110
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს არ უჭერს ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მოგზაურობისას სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის ან გასვლის დროს.

ჯანმოს წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა ვაქცინაციის პასპორტებთან დაკავშირებით პოზიცია განმარტა იმით, რომ ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, აღკვეთს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემას. მეორე მიზეზად კი მან თანასწორობის საკითხი დაასახელა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახლა აპირებს გადახედოს ჩინეთის COVID-19 ვაქცინებს „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებს აპრილის ბოლომდე, რადგან საჭიროა მეტი მონაცემების მიღება“- აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა.

👉დღემდე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„COVID 19-ის ადამიანებზე გავრცელების წყარო სავარაუდოდ სხვა ცხოველია“- ჯანმო

✅„ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალურ აღშფოთებას იწვევს, არამედ ის ეკონომიკურადაც დესტრუქციულია“- ჯანმოს დირექტორი