მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო მოუწოდებს საზოგადოებას, ვაქცინის მესამე დოზის მიღება სექტემბრის ბოლომდე შეაჩეროს

ჯანმო
1628105104
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას, რომ შეაჩეროს COVID 19-ის ვაქცინების მესამე დოზის მიღება სექტემბრის ბოლომდე - აღნიშნულის შესახებ ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ. ბუსტერული დოზის შემოღებით მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს ვაქცინაციის შესაძლებლობას შორის უფსკრული ფართოვდება.

ვაქცინის მიწოდება შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია.

„მესმის, რომ მთავრობები ცდილობენ თავიანთი მოსახლეობა დელტა შტამისგან დაიცვან. მაგრამ ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ქვეყნები, რომლებმაც უკვე გამოიყენეს ვაქცინის გლობალური მომარაგების დიდი ნაწილი, კიდევ უფრო მეტს იყენებენ“, - აცხადებს ჯანმოს დირექტორი.

გებრეისუსის თქმით, მსოფლიოში უკვე ვაქცინის 4 მილიარდი დოზა გაიცა, მათგან 80% კი საშუალოზე მაღალი და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოხმარდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს შეადგენს.

მაისში კი მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ყოველ 100 მოსახლეზე 50 დოზა გაკეთდა და მას შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა, როცა დაბალი შემოსავლის ქვეყნებში 100 მოსახლეზე 1,5 დოზა ვაქცინა მოდის.

გებრეისუსი ამბობს, რომ ვაქცინების დიდი ნაწილი ახლა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე უნდა იყოს მიმართული.

მსოფლიოში კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო გამოყენება ან შეთავაზება, რომ მესამე დოზის მიღება საჭიროა, მიუხედავად მეცნიერების შეუთანხმებლობის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა დამატებითი ვაქცინაცია.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ საზოგადოებას ავცრით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზრდილი დოზით, არის შორსმჭვრეტელი აზროვნება“, - აცხადებს ელინ ჰოფმან დალი, სამედიცინო მრჩეველი.

ინფორმაციისათვის, გასულ კვირას ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა, რამაც ხელი შეუწყო კამპანია 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ბუსტერული დოზების მიღებისათვის.

შეერთებულმა შტატებმა ივლისში ხელი მოაწერა შეთანხმებას „ფაიზერთან“ რომ შეიძინენენ 200 მილიონ დამატებითი დოზას, რათა დაიწყონ ბავშვთა ვაქცინაცია და ასევე მესამე დოზების მიღება.

აშშ ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანოები ჯერ კიდევ ფიქრობენ, საჭიროა თუ არა ბუსტერული დოზების დამატება.

იხილეთ აგრეთვე:

📣ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინების შერევა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის - სამხრეთ კორეული კვლევა

📣ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდთა ვაქცინაცია აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

📣„კორონავირუსის უფრო მეტი შტამი გაჩნდება, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს“ - ჯანმოს დირექტორი