მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ ახალი ვაქცინა CovavaxTM დაამტკიცა

ჯანმომ ახალი ვაქცინა CovavaxTM დაამტკიცა
1639815442
COVID-19

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა CovavaxTM დაამტკიცა.

ახალ ვაქცინას, ამერიკული კომპანია Novavax და ინდოეთის შრატის ინსტიტუტი აწარმოებენ. CovavaxTM არის მეცხრე, რომელსაც მიენიჭა გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გაეროს ჯანდაცვის სააგენტოსგან.

CovavaxTM - ეს არის ცილოვანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს SARS-CoV-2-ის ცილის მოდიფიცირებულ გენს. ის შექმნილია იმავე ტექნოლოგიით, რომლებითაც ვაქცინების სხვა სახეობებია შექმნილი. 

აღნიშნული ვაქცინა, მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიეწოდება.  ვაქცინამ გაიარა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ტესტი.

ჯერჯერობით, უცნობია, რა რაოდენობის ვაქცინის მიწოდებას შეძლებს კომპანია და როდისთვის.

გასულ ზაფხულს Novavax-მა განაცხადა, რომ აშშ-სა და მექსიკაში 30 000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა იყო უსაფრთხო და 90% ეფექტური წინა ვარიანტების სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონს“ გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის 99%-ს შეხვდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

⚫ „ომიკრონი“ საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას გამოიწვევს“ - ალექსანდრე გოგინავა

 „ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მძლავრი ტალღა დაიწყება - ნათია გორდაძე

⚫ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით მაღალია - ივანე ჩხაიძე