მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ მალარიის წამალი COVID-19-ის მკურნალობის კვლევიდან ამოიღო

ჰიდროქსილოროქინი
1590475438
COVID-19

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პრეპარატის "ჰიდროქსიქლოროქსინის", როგორც კორონავირუსის პოტენციური სამკურნალო საშუალების, კლინიკური გამოკვლევები დროებით შეაჩერა.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰან გებრეიუსი განმარტავს, რომ პრეპარატის უსაფრთხოებას ექსპერტები სწავლობენ.

გადაწყვეტილების მიზეზი სამედიცინო ჟურნალThe Lancet- ში გამოქვეყნებული მასალა გახდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის მქონე პაციენტებში, რომელთა სამკურნალოდ "ქლოროქინი" და "ჰიდროქსიქლოროქსინი" გამოიყენება, გულის დაავადებებით გარდაცვალების რისკი იზრდება.

"ზოგადად, ეს წამლები უსაფრთხოა ავადმყოფთა აუტოიმუნური დაავადებებით ან მალარიით მკურნალობისთვის",- აღნიშნა ჰებრეიუსმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 მაისს განაცხადა, რომ ის "ჰიდროქსიქლოროქსინის" ტაბლეტს, კორონავირუსის პრევენციის მიზენით, ყოველდღე იღებდა. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ პრეპარატის მიღება შეწყვიტა.