მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ ომიკრონის წინააღმდეგ ახალი პრეპარატები დაარეგისტრირა

წამალი
1642154893
COVID-19

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რაც ორგანიზაციის აზრით, ეფექტიანი იქნება ახალი შტამის, ომიკრონის სწრაფი გავრცელების წინააღმდეგ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

ჯანმოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომიკრონის გავრცელების პარალელურად აუცილებელია რაც შეიძლება მეტ ადამიანს ხარისხიანი მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეს. 

ჯანმოს ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა რეკომენდაცია პრეპარატ ბარიციტინიბის გამოყენების თაობაზე კორტიკოსტეროიდებთან ერთად. ეს მედიკამენტები კორონავირუსის მძიმე ან კრიტიკული პაციენტების შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. 

პრეპარატების გამოყენების დროს მცირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენების შემთხვევები და გვერდითი რეაქციების გარეშე მძიმე პაციენტების გადარჩენის შანსებს ზრდის. 

ასევე, ამ ჯგუფმა რეკომენდაცია გასცა პრეპარატ სოტროვიმაბზე, რომელიც მონოკლინური ანტისხეულებით მკურნალობას გულისხმობს. ის ნაკლებად მძიმე პაციენტების შემთხვევაში გამოიყენება, რომლებსაც ამასთანავე ჰოსპიტალიზაციის საფრთხე ემუქრებათ. მონოკლონური ანტისხეულები ლაბორატორიულად არის შექმნილი, რომლებიც ორგანიზმის ბუნებრივი იმუნური დაცვის იმიტაციას წარმოადგენს.

რეკომენდაციები 4000 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება, რომლებსაც COVID 19-ის მარტივი, მძიმე და კრიტიკული ფორმა აღენიშნებოდათ.

„დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებთ თუ როგორ იღუპებიან ადამიანები კრონავირუსის პანდემიის გამო. მრავალ ქვეყანაში ადამიანის გადარჩენა შედარებით იაფ პრეპარატებზე წვდომაზეა დამოკიდებული, რაც სხვა საშუალებებს დაემატება. ახალი პრეპარატების და სამკურნალო საშუალებების გაჩენის დროს სრულიად დაუშვებელია, თუ ისინი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი დარჩება პატენტების და მაღალი ფასის გამო“, - ამბობს დოქტორი მარსიო და ფონსეკა. 

რამდენიმე დღის წინ მარეგულირებელმა ორგანოებმა, ასევე, დაამტკიცეს პერორალური პრეპარატები, მათ შორის კომპანია ფაიზერის ანტივირუსული ტაბლეტი Paxlovid, რომელმაც 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა და დაავადების მძიმე ფორმის და გარდაცვალების რისკი შეამცირა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ომიკრონის წინააღმდეგ, ასევე, ეფექტიანია.

კორონავირუსის მკურნალობის მხრივ ახალი რეკომენდაციები იმ დროს ჩნდება, როდესაც პანდემიის ახალი ტალღა იწყება. ბოლო კვირაში მსოფლიოში კორონავირუსი 15 მლნ ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს, ძირითადად, ომიკრონის შტამით არის გამოწვეული, რომელიც დელტა შტამს ანაცვლებს და დომინანტური ხდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔴  პირბადეები ადამიანებს უფრო მიმზიდველებს ხდიან - მეცნიერები

🔴  პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსის გართულების რისკს აორმაგებს

🔴  დრო, რომელიც კორონავირუსის დამაინფიცირებელი დოზის მისაღებად არის საჭირო