COVID-19

ჯანმოს კვლევებით დადგინდა, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობა 78-91%-ია

სინოფარმი
1620057763
დაკოპირებულია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით 29 აპრილს გამართული შეხვედრის მასალები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.

რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას - მაგალითად, ბაჰრეინში, ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის - 91%.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინის უსაფრთხოების კვლევაში 16 671 ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევის შედეგად არ გამოვლენილა საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები. არ ყოფილა ანაფილაქსიის არცერთი შემთხვევა. ძირითადი გვერდითი მოვლენები იყო ტკივილი ინექციის გაკეთების ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმისა“ და „მოდერნას“ შესახებ მსჯელობს, მისივე თქმით, ამ კვირის ბოლოს ჯგუფი კიდევ ერთ ვაქცინას, „სინოვაკს“ შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ „სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილს დაიწყო.

„სინოვაკის“ 100 000 დოზა კი უკვე ქვეყანაშია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ავტორიზაციის საკითხს ჯანმო მომდევნო კვირის ბოლოს გადაწყვეტს

✅აზა წერეთელი: შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით?