მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ ვერ ვიტყვით, რომ „დელტა“ „ომიკრონმა“ ჩაანაცვლა“ - ექიმი

ექიმი ელზა ვაშაკიძე
1642536272
COVID-19

„ჩვენთან ციცაბო იწყება, აფეთქების მსგავსი გავრცელება, რისი ეპიდემიოლოგიური მოლოდინიც ნამდვილად არსებობდა“, - ამის შესახებ ექიმმა ელზა ვაშაკიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ექიმის თქმით, ადამიანების მხრიდან ხაზგასმით აღნიშვნა, რომ „ომიკრონის“ შტამით არიან ინფიცირებული, არასწორია. 

ვაშაკიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ამ დრომდე ვრცელდება ე.წ. ინდური ანუ დელტას შტამი.

„ჩვენი მეზობელი ქვეყნები და წამყვანი ქვეყნები, უკვე შეუდგნენ იმ გზას, რასაც ჩვენ ახლა ვუდგებით. ჩვენთან ახლა ციცაბო იწყება, ე.წ. აფეთქების მსგავსი გავრცელება ამ დაავადების, რისი ეპიდემიოლოგიური მოლოდინი ნამდვილად არსებობდა. 

ვიცოდით, რომ ეს იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში მოხდებოდა. პრაქტიკულად კვლავ ვრცელდება წინა  შტამი, რასაც დელტა ე.წ. ინდურ შტამს ვეძახით. ჯერ ვერ ვიტყვით ვერანაირად, რომ დელტა ომიკრონმა ჩაანაცვლა. ორივე ერთდროულად ვრცელდება. „ომიკრონი“ დაახლოებით 50%-მდე უნდა იყოს იმ პირობებში, როდესაც დელტა ჯერ კიდევ საკმაოდ ვრცელდება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

🔴 „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

🔴 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔴 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔴 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

🔴 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“