
ახალი კორონავირუსი საფრთხეს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ უქმნის. მსოფლიო მინიმუმ $2 ტრლნ-იან ზარალს ელოდება, იზარალებს საქართველოც. ასეთ ვითარებაში ზარალის საკონნპენსაციოდ გაღებული მცირედი თანხაც კი მნიშვნელოვანია.
საქართველოს ეკონომიკა მცირე ზომისაა. ქვყანაში წარმოებული პრიდუქციისა და მომსახურების ჯამური ღირებულება $17.7 მლრდ-ს შეადგენს და $86.4 ტრლნ-იან მსოფლიოში 0.02%-ზე მცირე წილი უკავია. ასეთ პატარა ეკონომიკას ბევრ ნაკლოვანებასთან ერთად გარკვეული უპირატესოებიც გააჩნია, რაც სწრაფი ტრანსფორმაციის უნარში გამოიხატება. 2009 წლის კრიზისის შემდეგ 2010 წელს მშპ-ის ზრდის ტემპმა 6%-ს, 2011 წელს კი 7%-ს გადააჭარბა.
ასეთ ვითარებაში საქართველოში გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც კრიზისის დასაძლევად ზოგმა რამდენიმე ათასი, ხოლო ზოგმა რამდენიმე მილიონი ლარი გაიღეს. მათი არასრული ჩამონათვალი ასეთია:
TBC - თიბისი - 5 000 000
MagtiCom - მაგთიკომი - 3,000,000
Silknet - სილქნეტი - 1,000,000
ORBI GROUP - 1,000,000
სათამაშო ბიზნესი(6) - 1,000,000
ანაგი დეველოპმენტი • Anagi Development - 300,000
Dirsi / დირსი - 200,000
Tegeta Motors - თეგეტა მოტორსი - 200,000
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - 100 000
Basisbank - ბაზისბანკი - 100,000
Hualing Group - 100,000
Philip Morris Georgia - 100,000
m2 - 100,000
Rustavi Azot რუსთავის აზოტი - 100,000
Askaneli Brothers · ასკანელი ძმები - 100,000
თამ მენეჯმენტი (ვაჟა თორდია) - 75,000
მაგნიტი • Magniti - 50,000
Sarajishvili - 50,000
არქი - Archi - 50,000
Gulf Georgia - 45,000
Airline “GEO SKY” (ზაური ქორთოშიძე)- 20, 000
დიზაინერი Nina Zarqua Collection - 10, 000
თანხები ყველა შემთხვევაში მოცემულია ლარებში.
12.8 მლნ ლარი ბიუჯეტი ხარჯვითი ნაწილის 0.1%-ზე ნაკლებია და კრიზისის დასაძლევად ცხადია არასაკმარისია, თუმცა შენატანები ფონდში ყოველდღიურად იზრდება, პარალელურად მთავრობა ზარალის მინიმიზაციის მიზნით ანტიკრიზისულ გეგმაზეც მუშაობს.
საბოლოოდ რამდენი იქნება ზარალი და რამდენად დააკონპენსირებს მას შეცვლილი ბიუჯეტი ან უცხოური კრედიტით მიღებული დახმარება ამის ზუსტად განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია და ყველაფერი ვირუსის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
ქართული ბიზნესის მიერ კორონავირუსთან ბრძოლისთვის გაღებულ სახსრებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას PIA.GE სისტემატურად განაახლებს.