
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები, ბიბლიოთეკები, რესურსცენტრის შენობა, კულტურის სახლი, სპორტ-დარბაზი, რიტუალების სახლები, მერიის ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორიები, სხვადასხვა დაწესებულებები და ადგილობრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.
მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს უწევს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისათვის მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი - www.stopcov.ge შექმნა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ყოველდღიურად განახლებულ ინფორმაციას, რეკომენდაციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.