მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხი არაფერს აკეთებს სიკვდილიანობის შესამცირებლად, ხელისუფლებამ ყველაფერი ქნა“ - ცერცვაძე

„ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული“
1633970746
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეში 7-8 000 აცრა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

მისი თქმით, მძიმე ტალღებს ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თუ ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა.

ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ საზოგადოება ერთი მხრივ, წუხს ვირუსით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე, თუმცა, მეორე მხრივ, არაფერს აკეთებს რომ რაოდენობა შემცირდეს.

„7-8 ათასი აცრა დღეში, იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, ლაპარაკი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე.

როგორ ჩანს, კოვიდი კიდევ კარგა ხანს დარჩება, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი. გულისტკივილით და შურით ვუყურებ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მოახერხეს მოსახლეობის 2/3-ზე მეტის სრული ვაქცინირება.

საქართველოში სიკვდილიანობა შევამცირეთ 30-მდე, თუმცა მაინც ბევრია. ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, ისრაელს და აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილიანობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა.

ერთ მხრივ, თითქოს მოსახლეობა შეწუხებულია იმით, რომ ვერ ხერხდება გარდაცვალების კიდევ უფრო დაბალ რიცხვზე დაყვანა, მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობა არაფერს არ აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეში 30-40 ათასი ვაქცინაცია იყოს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება აუცილებელია“ - ივანე ჩხაიძე

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება