COVID-19

ხვალიდან საქართველოს საჰაერო სივრცე სრულად ჩაიკეტება

ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს მართავს
1584693575
დაკოპირებულია

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება და განხორციელდება მხოლოდ ის რეისები, რომელიც წარმოებულია საქართველოს ავიახაზების მიერ და კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან",-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით ყველა ადამიანი, ვინც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონებში გადავა.

"მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან შემოვლენ მგზავრები, ისინი გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონებში",-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, საკარანტინო ზონებში 1925 ადამიანი იმყოფება, ხოლო ექიმები კლინიკებში 271 პაციენტს აკვირდებიან.