მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კლინიკაში საწოლფონდი შევსებულია, რეანიმაციაში ადგილი აღარ არის“ - მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში  ბავშვებში გაზრდილ ინფიცირებაზე ისაუბრა.
1642749452
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე დიდი და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის. 

ექიმი ამბობს, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერება დიდი ეფექტის მომცემი ვერ იქნება. 

„ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე დიდი ზეწოლაა. თუკი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება პაციენტების რაოდენობა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებამ არ მგონია, რომ განსაკუთრებული ეფექტი მოგვცეს, იმიტომ რომ მშობლებს მაინც აქვთ შფოთვა და მაინც ნერვიულობენ.  

ამდენს მაინც ჰოსპიტალური სექტორი ვერ გაუძლებს. ამჟამად საწოლფონდი შევსებულია, რეანიმაციაში ადგილი აღარ არის“, - აცხადებს მაია ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“