მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კლინიკებში ძალიან გართულდება პაციენტების მოთავსება - რესურსი ლიმიტირებულია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი
1634561355
COVID-19

„იმუნური ფენის შესაქმნელად ჩვენ გვჭირდება კიდევ მილიონ ნახევარი ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე“ - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მან ისაუბრა ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღა ბევრად უფრო მაღალი ნიშნულიდან იწყება, ვიდრე ეს აგვისტოში იყო.

„ამის მოლოდინი არსებობს, ვირუსთან დაკავშირებით არაფერი გამორიცხული არ არის. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 000-ზე მეტია. ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც პრაქტიკულად ძალიან გართულდება ახალი პაციენტების მოთავსება კლინიკებში.

საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსიც ჩვენ ვიცით, არის, ლიმიტირებულია და უსასრულოდ არ შეუძლია ქვეყანას ახალი პაციენტები მიიღოს. ამისთვის საველე ჰოსპიტალია და თქვენ იცით, იქ როგორი სამედიცინო მომსახურების ხარისხია და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის იმას, რაც ვირუსის ტალღასთან არის დაკავშირებული.

გვაქვს ულიმიტო შესაძლებლობები ადამიანებს სიცოცხლის გადამრჩენი, საპრევენციო პრეპარატი შევთავაზოთ რომელსაც ჰქვია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სრული სპექტრული არჩევანია და ვაქცინების არავითარი დეფიციტი არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი აცრაა, ერი-ბერი ერთად უნდა დადგეს, მეტი ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 2 374 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 664 813-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 614 885 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 510 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📢„საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

📢„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს“ - ანტონიო გუტერესი

📢ჯანმოს მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის