COVID-19

„ყნოსვის და გემოვნების მოშლა დელტა შტამისთვის ნაკლებად დამახასიათებელია“ - ექიმი

ექიმი-ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე
1632216159
დაკოპირებულია

პროფესორი, ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ამბობს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი ყნოსვის და გემოვნების მოშლა.

ექიმის თქმით, კოვიდ-19 კომპლექსური დაავადებაა და მხოლოდ რესპირაციულ ტრაქტს არ აზიანებს.

ნევროლოგი ამბობს, რომ დიდია ჩამონათვალი იმ სიმპტომებისა, რომელსაც ეს დაავადება ტოვებს და მათ შორის ძალიან ხშირია ნერვული სისტემის ჩივილები.

„კოვიდ-19 არ გახლავთ მხოლოდ ფილტვების და რესპირაციული ტრაქტის დაავადება, ის ძალიან კომპლექსური დაავადებაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებს. ამიტომ არის ის გამორჩეული დაავადება და სერიოზული პრობლემა.

ყნოსვის და გემოვნების მოშლა ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის დაზიანების შემთხვევაშია ხოლმე, ძირითადად ეს პერიფერიული ნაწილია ნერვული სისტემის, თუმცა ყნოსვის და გემოვნების მოშლა კორონავირუსის ყველა ვარიანტისთვის არ არის დამახასიათებელი. ეს დელტას შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ევროპულ და აზიურ პოპულაციებში სხვადასხვანაირად ხდება ამ სიმპტომის გამოვლენა. ეს არ არის ერთადერთი სიმპტომი, რომელიც ნერვული სისტემის დაზიანებას მიუთითებს.

დიდია ჩამონათვალი იმ სიმპტომებისა, რომელსაც ეს დაავადება ტოვებს და მათ შორის ძალიან ხშირია ნერვული სისტემის ჩივილები. ეს არის სისუსტე, ადვილად დაღლილობა, გუნება - განწყობის შეცვლა, ხშირია დეპრესიული განწყობა, შფოთვა, უძილობა, თავის ტკივილი, თუმცა არის კიდევ უფრო საშიში და სახიფათო მიმართულებები, რომლებიც პოსტკოვიდურ პერიოდში შეიძლება იყოს.

კოვიდგადატანილ პაციენტებს გაცილებით მაღალი რისკი აქვთ ინსულტის განვითარების, ვიდრე დაავადება არ გადატანილ პაციენტებს. მეტიც კოვიდგადატანილ პაციენტებს მეტი რისკი აქვთ თრომბოზული გართულების და იშემიური ინსულტის განვითარების, ვიდრე სხვა რესპირაციული ინფექციების გადატანის დროს.

ინსულტგადატანილს კოვიდის შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალი რისკი აქვს გართულებების და სიკვდილიანობის, ვიდრე ცხადია ვაქცინის გაკეთება“, - აღნიშნა ექიმმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ამავე თემაზე:

🔴 „ნაწილი რომ ვაქცინიცრებულია და ნაწილი არა, ამან შეიძლება უფრო გაახშიროს და გააძლიეროს ვირუსის მუტაცია“ - მაია ზალდასტანიშვილი

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 15 096 ადამიანი აიცრა

🔴 გაამართლა თუ არა ვაქცინაციის ლატარიებმა - როგორია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება?