მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კონფერენციებზე და კონცერტებზე, მხოლოდ აცრილები და გატესტილები უნდა დაიშვან“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1627372410
COVID-19

„საკოორდინაციო საბჭო მუშაობს ამასთან დაკავშირებით, რომ თავშეყრის ადგილზე: სემინარი, კონფერენცია, კონცერტი თუ ასე შემდეგ დაშვებული იქნეს ან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების ასეთი მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისევე, ინფიცირების ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას.

„ჩვენი რეკომენდაციაა რომელზედაც მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომ თუ მიიღეს გადაწყვეტილება მიეცეს მას შესაბამისი ლეგალური ფორმა, რათა ყოველგვარ თავშეყრის ადგილზე: სემინარი, კონფერენცია, კონცერტი თუ ასე შემდეგ დაშვებული იქნეს ან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.

ამ ეტაპზე საბჭო მკაცრ ლოკდაუნს საბჭო არ განიხილავს, უნდა აღსრულდეს მოცემული რეკომენდაციების მკაცრი აღსრულება.

რაც შეეხება საწოლფონდის რაოდენობას, დღეს საავადმყოფოში არის დაახლოებით 5000-ზე ცოტა მეტი ადამიანი და ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება ამ დაწოლას.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1 335 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 407 689 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 731 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 376 088 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,68%, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,71%.

იხილეთ აგრეთვე:

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 13 884 ადამიანი აიცრა

✅კოვიდვაქცინა აბებში - არის შესაძლებელი?

✅ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინების შერევა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის - სამხრეთ კორეული კვლევა