COVID-19

კორონავირუსიანი 3 ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კლინიკის გარე ფასადი
1584698219
დაკოპირებულია

კორონავირუსის მქონე 3 ახალი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობას აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელი რჩება. ამის შესახებ საავადმყოფის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"სიმპტომებიდან გამოხატული იყო ტემპერატურის ზომიერი მატება. ამ ეტაპზე მკურნალობის შედეგად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი რჩება",- აღნიშნა კახა იშხნელმა.

მისი თქმით, პაციენტებს მოგზაურობის ისტორია აქვთ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ხოლო ბოჭორიშვილის კლინიკაში მათი გადაყვანა 14 მარტს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, საკარანტინო ზონებში 1925 ადამიანი იმყოფება, ხოლო ექიმები კლინიკებში 271 პაციენტს აკვირდებიან.