მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსმა რეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, 7 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით კორონავირუსის 577 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 59-ია.
რეკორდული მაჩვენებელი, 158 შემთხვევა მიმდინარე კვირაში 12 სექტემბერს დაფიქსირდა.
მოცემული ცხრილის საშუალებით შეგიძლიათ კორონავირუსით ინფიცირება/განკურნების კვირის შემაჯამებელი მაჩვენებლები ნახოთ, სადაც ყოველდღიური მონაცემებია აღწერილი.
თარიღი | ინფიცირებული | გამოჯანმრთელებული |
7 სექტემბერი | 34 | 5 |
8 სექტემბერი | 45 | 6 |
9 სექტემბერი | 44 | 4 |
10 სექტემბერი | 57 | 9 |
11 სექტემბერი | 87 | 20 |
12 სექტემბერი | 158 | 9 |
13 სექტემბერი | 152 | 6 |
მიმდინარე კვირაში COVID 19 დაუდასტურდათ როგორც მედიის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებს.
ინფიცირებულ პოლიტიკოსებს შორის არიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებები ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ვიკა ბუკიას, რომელიც კოვიდინფიცირებული პოლიტიკოსის ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა, ასევე, „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს თეონა ცხომელიძეს.
მძიმე ეპიდვითარებაა აჭარაში, რომელიც წითელ ზონად გამოცხადდა. ასევე კორონავირუსის შემთხვევების მატებაა ქუთაისში, სადაც შექმნილია ე.წ. N32-ე საჯარო სკოლის კლასტერი. აღნიშნული სკოლის დირექტორს და პედაგოგებს ინფექცია გამოუვლინდათ.
შემთხვევების მატების გამო, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე სკოლებსა და უნივესტიტეტებში დისტანციური სწავლება იქნება. 1-ელი ოქტომბრიდან კი, კლასებსა და აუდიტორიებს დაუბრუნდებიან.
აიკრძალა ქორწილები და ქელეხები. თავშეყრის ადგილებში დაწესებული შეზღუდვები არ შეეხო მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიას.