მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ახალ შტამებს, შესაძლოა თანავარსკვლავედების სახელები მიანიჭონ“ - ჯანმო

თანავარსკვლავედი
1628500323
COVID-19

მარია ვან კერხოვმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სააგენტო განიხილავს ახალი COVID 19-ის შტამების სახელწოდებების შეცვლას ვარსკვლავების თანავარსკვლავედების სახელით - ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.

კორონავირუსის ახალ შტამებს შესაძლოა, თანავარსკვლავედების სახელი დაერქვას თუ ბერძნული ანბანის ყველა 24 ასო იქნება გამოყენებული.

მარია ვან კერხოვმა, ჯანმოს COVID 19–ის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, ასევე, გააფრთხილა საზოგადოება, რომ „შესაძლებელია“ გამოჩნდეს ვირუსის ახალი ვარიანტები, რომლებიც თავს არიდებენ ვაქცინებს.

სააგენტომ კორონავირუსის ახალი მუტაციების დასახელება ბერძნული ანბანის ასოების მიხედვით ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. აქამდე დასახელებულია 11 ვარიანტი - მათ შორის დელტა, ბეტა და ალფა შტამები.

დოქტორ ვან კერხოვმა განუცხადა ტელეგრაფს, რომ ჯანმო ეძებს ახალ სახელებს, თუ ისინი ბერძნული ანბანის 24 ასოს გაცდება.

ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის ვარიანტებს შეიძლება დაერქვას თანავარსკვლავედების სახელწოდება, როგორიცაა ლომი, ტყუპები, ვერძი და ა.შ.

ჯანმო განიხილავს წინადადებებს, რათა დარწმუნდეს, რომ არავის აწყენინებს დარქმეული სახელებით.