COVID-19

კორონავირუსის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატები
1584081464
დაკოპირებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკში COVID-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აღნიშნულს reuters- ი ავრცელებს.

საგანგებო მდგომარეობა ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ გამოაცხადა.

მისივე თქმით, ამ გზით ვირუსთან ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება.

ცნობისთვის, Covid 19 ჩინეთში, პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით 25 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის არასრულწლოვანი.