მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის პირველივე სიმპტომებისას ნუ გავიკეთებთ ტესტს, თავიდან ჯობია, თვითიზოლაციაში გადავიდეთ“ - პაატა იმნაძე

გამყრელიძის მოადგილე
1642184954
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში „ომიკრონის“ თვისებების შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მალევე ტესტირება სასურველი არ არის, რადგან სავარაუდო ინფიცირების მიუხედავად, შესაძლოა, იგი უარყოფითი იყოს. 

გარდა ამისა იმნაძემ აღნიშნა, რომ ნაჭრის პირბადეები „ომიკრონისგან“ დაცვის დროს ნაკლებად ეფექტურია. 

„დღეს 60 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა ქვეყანაში. დღეს 50-ზე მეტი ლაბორატორია აკეთებს PCR დიაგნოსტიკას, ასევე, უამრავ ადგილას კეთდება ანტიგენის ტესტი. ტესტირების დროს რიგები შეიძლება იყოს, მაგრამ მარაგები არის და პრობლემა არ შეიქმნება. რჩევა არის ასეთი, რომ პირველივე სიმპტომებისას ნუ გავიკეთებთ ტესტს. თუ ტემპერატურამ აგვიწია სასურველია, რომ ერთი დღე თვითიზოლაციაში გადავიდეთ და ტესტი ჩავიტაროთ მეორე, მესამე დღეს. 

რაც შეეხება პირბადეს, მთელი მსოფლიო ატარებს სამედიცინო პირბადეს, არ ვარგა ნაჭრის პირბადეები. ნაჭრის პირბადეები ვისაც გაქვთ გადააგდეთ, ისიც რაღაცნაირად გვიცავს, თუმცა არა ისე, როგორც სამედიცინო პირბადე. ყველაზე კარგად იცავს NK-95-ის პირბადე და ლუგარის ლაბორატორიაში ნამდვილად ეს პირბადე უკეთიათ ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ იმ პირბადეში ადამიანი 3 საათზე მეტს ვერ ისუნთქებს, ამიტომ უმჯობესია, სამედიცინო პირბადის გამოყენება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ემართებათ თუ არა აცრილებს ომიკრონი აუცრელებზე ხშირად - ექსპერტების განმარტება

🔴 „თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან სიმპტომები გაქვთ, PCR და სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

🔴  ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔴  პირბადეები ადამიანებს უფრო მიმზიდველებს ხდიან - მეცნიერები

🔴  პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსის გართულების რისკს აორმაგებს