მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა საჭირო არ არის - The Lancet

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა საჭირო არ არის
1631558151
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება საჭირო არ არის, რადგან COVID 19-ის ვაქცინები საკმარისად ეფექტურია მძიმე დაავადებების თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის ანგარიშშია აღნიშნული.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დელტას საფრთხის შემთხვევაშიც კი გამაძლიერებელი დოზების გაკეთება პანდემიის ამ ეტაპზე შესაფერისი არ არის.

კვლევებით დაადგინეს, რომ ვაქცინები ძალზე ეფექტურია COVID 190-ის მძიმე სიმპტომების საწინააღმდეგოდ, ვირუსის ყველა ძირითად ვარიანტში, მათ შორის დელტაში, თუმცა მათ უფრო დაბალი დაცვა ჰქონდათ ასიმპტომური დაავადების პრევენციაში.

„მთლიანობაში, ამჟამად არსებული კვლევები არ იძლევა სარწმუნო მტკიცებულებებს მძიმე დაავადებებისგან დაცვის არსებითად შემცირების შესახებ, რაც არის ვაქცინაციის უპირველესი მიზანი“, - აცხადებს ჯანმოს წარმომადგენელი ანამარია ჰენაო-რესტრეპო.

მისი თქმით, ვაქცინის დოზები პრიორიტეტული უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ პირველ დოზას ელოდებიან.

The Lancet-ის კვლევამ დაასკვნა, რომ ამჟამინდელი ვარიანტები საკმარისად განვითარებული არ არის ვაქცინებით გამოწვეული იმუნური პასუხისგან თავის დასაღწევად.

მკვლევარების თქმით, რომ თუ ვირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდება, რომელიც იმუნური პასუხისგან თავის დაღწევას შეძლებს, უკეთესი იქნება სპეციალურად მოდიფიცირებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის შექმნა, რომელიც ახალ ვარიანტებზე იქნება მორგებული.

ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მოუწოდა ქვეყნებს, თავი შეიკავონ COVID 19-ის დამატებითი დოზების გამოყენებისგან წლის ბოლომდე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „სინოვაკის“ მესამე დოზამ, დელტა ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების აქტივობის შემცირება შეაჩერა

👉 „ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა“

👉 „ამჟამად COVID 19-ის ბუსტერული დოზა საჭირო არ არის“