COVID-19

კორონავირუსის სიმპტომებით ბორჯომიდან თბილისში ერთი პირი გადაიყვანეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა
1583736634
დაკოპირებულია

ახალგაზრდა ქალი, რომელიც მაღალი ტემპერატურით ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გუშინ, რვა მარტს შეიყვანეს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პაციენტს კორონავირუსზე ანალიზები გაუკეთდება. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის თქმით, პაციენტი მათთან ბაკურიანიდან შეიყვანეს.

30 წლამდე ქალი იტალიიდან საქართველოში 18 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება კი ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო. იგი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს.