მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის უფრო მეტი შტამი გაჩნდება, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს“ - ჯანმოს დირექტორი

ჯანმოს ხელმძღვანელი
1627667589
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსს ამ დროისთვის 4 საშიში შტამი აქვს, თუმცა კიდევ ახალი ვარიანტები გაჩნდება, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს.

„ჯანმომ გააკეთა გაფრთხილება, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, ის იცვლებოდა და კვლავ განაგრძობს ცვლილებას. ჯერჯერობით, ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდა და უფრო მეტი იქნება, სანამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“, - აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები

👉 დელტა შტამი - პასუხები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან 10 კითხვაზე

👉 „მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა გვაქვს, გნებავთ მე-4 ტალღის დასაწყისი დაარქვით“ - გამყრელიძე