მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ“ - გებრეისუსი

განცხადებას ავრცელებს
1625686586
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ.

„ამჟამად კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ, რაც ვაქცინების უთანასწორო წარმოებითა და განაწილებითაა განპირობებული და რაც ასევე საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის აღდგენას. ეს არ უნდა ყოფილიყო ასე და არც ასე უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის„ ვაქცინების მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინაც.

იხილეთ აგრეთვე: 👇

👉 კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი მუტაციას განაგრძობს

👉 მომავალ წელს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს