COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

სომხეთში დაავდებულთა რიცხვი
1584521117
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

"დღეს კიდევ დამატებით 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ფაქტს ერთი დადებითი მხარე აქვს ის, რომ ვიცით, რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, Covid 19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან, 2 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დანარჩენი 2 კი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რაც შეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტის მდგომარებას, ის თვითიზოლაციაში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

"კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, სამის მდგომარეობა, რომელიც შედარებით საყურადღებოა, სტაბილურია. ჩვენც ამ შემთხვევაში დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს. რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის შესახებ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა. 1261 კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 216 პაციენტი კი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.