
ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში გადაყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ინფორმაციას ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი ადასტურებს.
"ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, პასუხი უარყოფითია“ - აღნიშნა ირაკლი დიასამიძემ.
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 30 წლამდე ქალი, ვირუსის სიმპტომებით გუშინ, 8 მარტს გვიან ღამით შეიყვანეს. პაციენტი ბაკურიანიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა. ახალგაზრდა ქალი იტალიიდან 17 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება კი, ჩამოსვლიდან 21-ე დღეს დაუფიქსირდა.
ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს.