მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავადმყოფო ესაჭიროება 4 პაციენტს, 999.996 ბავშვი უნდა აიცრას იმიტომ, რომ 4 ბავშვს არ დასჭირდეს კოვიდზე მკურნალობა საავადმყოფოში? - იაგო ფრანგიშვილი

იაგო ფრანგიშვილი
1635365920
COVID-19

„ხომ შეიძლება რომ გავაკეთოთ დაავადებათა და რისკის შემცველი კატალოგი და ვთქვათ, რომ აი, ამ ასაკის ბავშვთა, აი ეს ჯგუფები არიან განსაკუთრებული რისკ ჯგუფები, ეს ხომ შეიძლება? - ამის შესახებ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყოველი 1 მილიონი ინფიცირებული ბავშვიდან საავადმყოფოში გადაყვანა 4 პაციენტს ესაჭიროება, ამგვარად ექიმი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია შედგეს კონკრეტული დაავადებებისა და რისკჯგუფების მატარებელთა კატალოგი, რათა დაცული იყოს კონკრეტულად ეს სეგმენტი ვირუსისაგან.

„კითხვები ციკლიდან: „ახლა ამისი დრო არ არის,“ ან „ვის წისქვილზე ასხავ წყალს.“
დილის რადიო ინფო: „აშშ დაუშვებს „ფაიზერის“ ვაქცინას 5 და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში“

„ფაიზერია“ მხოლოდ ამ განსაკუთრებულ პატივში. მიზეზი, საბაბი, თუ რაც თქვეს, არ ვიცი რა დავარქვა, არის შემდეგი.

„ყოველ 100.000 კოვიდით ინფიცირებულ ბავშვზე საავადმყოფოში დახმარება ესაჭიროება 0,4 ბავშვს“
ანუ ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავადმყოფო ესაჭიროება 4 ბავშვს.

არა ყოველ მილიონ ბავშვზე, არამედ, ყოველ მილიონ ინფიცირებულზე 4 ბავშვს ესაჭიროება საავადმყოფო. კი არ იღუპება, ესაჭიროება სტაციონარი.

და რამდენი მძიმე ქრონიკული დაავადების ბავშვია ერთ მილიონ ბავშვზე? ხომ შეიძლება რომ გავაკეთოთ დაავადებათა და რისკის შემცველი კატალოგი და ვთქვათ, რომ აი ამ ასაკის ბავშვთა, აი ეს ჯგუფები არიან განსაკუთრებული რისკჯგუფები. ეს ხომ შეიძლება? - რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ არა.

999.996 ბავშვი უნდა აიცრას იმიტომ, რომ 4 ბავშვს არ დასჭირდეს კოვიდზე მკურნალობა საავადმყოფოში?
ამის შემდეგ უკვირს ვინმეს, რომ ნორმალური განვითარების ქვეყნებშიც კი მოსახლეობის 30%-მდეა არამცრელი?
ამის შემდეგ უკვირს ვინმეს, რომ ნდობა უკვე ფსკერზეა? ადამიანს ებოძა გონება გააზრებისთვის.

ძალიან გთხოვთ, იმ დისკუსიას ნუ გაშლით, რომ „აცრილი არაა გადამდები“ და ასე შემდეგ.
ასზე მეტი სკოლის და სკოლამდელი ბავშვია ჩემთან და ვიცი, რომ გერმანიაში სკოლებში ყველას ტესტავენ, აცრილსაც და აუცრელსაც, იმიტომ რომ იციან, ვირუსმატარებელი შეიძლება იყოს ყველა“, - განაცხადა იაგო ფრანგიშვილმა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 703 281-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 642 701 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 873 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.80%.

იხილეთ აგრეთვე:

✅რამდენად სასარგებლოა კორონავირუსის ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?

✅„კორონავირუსმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ქალის ნაყოფიერებაზე“ - ზაზა წერეთელი

✅„აცრა უკვდავების წყარო არ არის“ - პაატა იმნაძე

✅ევროპა მეორე კოვიდზამთრისთვის ემზადება