მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველი 100 კოვიდავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში“ - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1637693763
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევებით და ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, რაც იმას მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვლილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

ცერცვაძის თქმით, COVID ახალი შემთხვევები თავის მხრივ განპირობებულია ვაქცინაციის ძალიან დაბალი მოცვით, პირბადეების დაბალი მოხმარებით და პერმანენტული, ხალხმრავალი, პოლიტიკურად მოტივირებული აქციებით.

„მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აღვნიშნავდი, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფთა შორის გარდაცვალების პროცენტი (ე.წ. CFR), რაც COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითად მაჩვენებლად ითვლება, საქართველოში ბევრ ქვეყანაზე უფრო დაბალია.

იმავე დღეს TV Formula-მ ასევე ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზე“. 

ამაზე ბატონ ზურაბ გურული სრულიად სამართლიანად სვამს კითხვას „მე მაინც გადავამოწმებდი ბატონ თენგიზთან, რაღაცაში იქნება საქმე“.

გმადლობთ ბატონო ზურაბ. საქმე შემდეგშია: TV Formula-ს გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორია და მე თვითონ ჩემს პოსტში პირველივე გვერდზე მკაფიოდ მაქვს მითითებული, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ახალი COVID შემთხვევების და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ). მაგრამ აქვე მივუთითებ, რომ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით.

კერძოდ: COVID ახალი შემთხვევების და აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით, რაც თავის მხრივ განპირობებულია ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვით, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარებით და პერმანენტული, ძალიან ხალხმრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციებით.

ასე, რომ ჩემი პოსტი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის TV Formula-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. სხვა საქმეა, რომ ჩემი პოსტის შემდეგ ნაწილში მე ასევე მკაფიოდ და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მივუთითებ, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი (ე.წ. CFR), რომელიც არის COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი, საქართველოში, ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის პირობებშიც კი, მაინც უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ  ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვლილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ COVID-ის კლინიკური მართვა (და არა ზოგადად პანდემიის მართვა) ქვეყანაში კარგად - მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდება, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს თვითდამშვიდების საფუძველი და სასიცოცხლოდ აუცილებელია უმოკლეს პერიოდში ვაქცინაციით მოცვის მკვეთრი გაზრდა, პირბადეების ტარება და პერმანენტული ხალხმრავალი შეკრებების (როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური მოტივებით) შეწყვეტა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢  დელტა შტამი ბევრი მუტაციის შემდეგ შესაძლოა „თვითგანადგურებამდე“ მიდიოდეს - იაპონელი მეცნიერები

📢 ხანგრძლივი კოვიდი და მისი რისკები

📢 რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსი ბავშვებში?

📢 „თუ ჩვენზე მეტი იცით, ამერიკიდან ნუ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით“ - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულსა და ნანა გეგეჭკორს მიმართავს