მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება“ - „ფაიზერის“ დირექტორი

„ფაიზერის“ დირექტორი
1643087862
COVID-19

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება“, - ამის შესახებ „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა  ალბერტ ბურლამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინამ აჩვენა, რომ ეფექტიანია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ვარიანტით, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანია გადაცემის თავიდან ასაცილებლად.

„ეს არ იქნება კარგი სცენარი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება ვაქცინა, რომლის გაკეთებაც წელიწადში ერთხელ მოგვიწევს. წელიწადში ერთხელ - უფრო ადვილია ხალხის დარწმუნება ამის გაკეთებაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, ეს იდეალური სიტუაციაა“, - აცხადებს ბურლა.

ალბერტ ბურლას თქმით, შეიძლება შექმნან ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ საბრძოლველად და მისი მასობრივი წარმოება მარტის დასაწყისში დაიწყება.

სამ კვლევაზე დაყრდნობით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაცხადა, რომ mRNA ვაქცინის მესამე დოზა არის გასაღები „ომიკრონთან“ საბრძოლველად, რაც უზრუნველყოფს 90%-იან დაცვას ჰოსპიტალიზაციისგან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

„აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

არის თუ არა „სტელს-ომიკრონი“ ისეთივე საშიში, როგორც „ომიკრონი“?

„ომიკრონის“ ადვილად გადატანა ხდება აცრებისა და ბუსტერ დოზების გამო და არა იმიტომ, რომ ვირუსი დასუსტდა“ - ზაზა წერეთელი

„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“ - დევი ტაბიძე