COVID-19

„კოვიდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვბის მინისტრის მოადგილე
1660644269
დაკოპირებულია

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია გარკვეულწილად დადებითი და კეთილსაიმედოა, გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევების რაოდენობა მცირდება. პროგნოზი ჩვენი, ემყარება საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებებს, ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია. 

ამავე თემაზე: 

📌 „ბათუმი არის საქართველოს „კოვიდდედაქალაქი“ - გიორგი ფხაკაძე

📌 12 338 ინფიცირება, 12 766 გამოჯანმრთელება, 6 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

📌 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

📌  2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა

📌 „კოვიდი არ დამთავრებულა, პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“ - გიორგი ფხაკაძე