მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდ თითები - ახალი გართულება კორონავირუსის შემდეგ - BBC

კოვიდ თითები
1633632360
COVID-19

პარიზის უნივერსიტეტის ექსპერტები კორონავირუსის გადატანილ პაციენტებში ახალ გართულებაზე, ე.წ. კოვიდ თითებზე საუბრობენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

სპეციალისტების თქმით, გართულების შემდეგ კოვიდგადატანილ ადამიანებს თითები უწითლდებათ და უსივდებათ, რაც ჰგავს მოყინული კიდურების დროს არსებულ სიმპტომებს. ეს ფენომენი როგორც ფეხის, ასევე, ხელის თითებზე შეინიშნება.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კოვიდ თითები კორონავირუსის წინააღმდეგ ორგანიზმის იმუნიტეტის მოქმედების შედეგია. მათ დაადგინეს ორგანიზმის ის ნაწილი, რომელიც ამ სიმპტომებს იწვევს.

რას ნიშნავს „კოვიდ თითები?“

აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ნებისმიერი ასაკის პირებს დაუდგინდეს, მაგრამ, ძირითადად, ის ბავშვებს და მოზარდებს დაუდგინდა. ზოგიერთ შემთხვევაში კოვიდ თითების სინდრომი მტკივნეული არ არის, ზოგჯერ კი მას მოჰყვება ტკივილი, ქავილი, წყლულები და შეშუპება.

ასე, მაგალითად, „კოვიდ თითების“ სინდრომის მქონე პირები ამბობენ, რომ მათ ფეხსაცმლის ჩაცმა და სიარული უჭირდათ. ზოგიერთ ადამიანს ამის გამო შშმ პირების ეტლის გამოყენებაც კი დასჭირდა.

თითები ამ დროს წითელ და იასამნისფერს იძენენ. ზოგჯერ კანი უხეშდება, ხოლო იშვიათ შემთხვევებში თითებში ჩირქი გროვდება. ეს სიმპტომები კვირების და თვეების განმავლობაში ნარჩუნდება.

ამასთანავე, ზოგიერთ პაციენტს სხვა, ცნობილი სიმპტომები არ აღენიშნებათ, ისეთები როგორიცაა ხველა, ტემპერატურის მატება, ასევე გემოს და ყნოსვის დაკარგვა.

კოვიდ თითები - სიმპტომები

კვლევების შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კოვიდ თითის სინდრომში იმუნური სისტემის ორი ელემენტია დამნაშავე, რომელიც ვირუსთან ბრძოლაზე აგებს პასუხს.

ერთ-ერთია პირველი ტიპის ანტივირუსული ცილა ინტერფერონი, ხოლო მეორე - ანტისხეულები, რომლებიც შემთხვევით არა მარტო ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს, არამედ საკუთარი სხეულის უჯრედებსაც უტევს.

გარდა ამისა, კოვიდ თითების ეფექტში ასევე სისხლის კაპილარების უჯრედები მონაწილეობენ, რომლითაც სისხლი დაზიანებულ უჯრედებს მიეწოდება. ბრიტანელი ორთოპედის, დოქტორ აივენ ბრისტოუს თქმით, მოყინვის დროს, როდესაც სისხლის ცირკულაციის დარღვევა ხდება, თითებზე იარები თავისით ქრება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის სპეციალური კურსის გავლა, რაც მალამოებითა და სპეციალური პრეპარატებით მკურნალობას ითვალისწინებს.

ბრისკოუს თქმით, კოვიდ თითების სინდრომის შესწავლა კორონავირუსის უფრო ეფექტიანი მკურნალობის და ახალი მეთოდიკის გამოგონების საშუალებას შექმნის.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში კოვიდ თითის გაჩენის ალბათობა ბევრად ნაკლებია. მისი გამოვლენის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ადამიანებს კორონავირუსის სხვა სიმპტომები არა აქვთ და ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება არ ხდება.

ამავე თემაზე:

🔴ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს - კვლევა

🔴 „თრომბის განვითარების რისკი 200-ჯერ მეტია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ“ - კვლევა

🔴 კვლევა: „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

🔴 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

🔴 „კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“