COVID-19

„კოვიდგადატანილ არავაქცინირებულებს რეინფიცირების შანსი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს“ - CDC-ის კვლევა

ვაქცინაცია აზერბაიჯანში
1628529048
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ბოლო კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ მოზრდილებს ხელახლა რეინფიცირების შანსი ორჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულ ზრდასრულებს.

New York Times-ის ინფორმაციით, CDC-მა მაისში და ივნისში კენტუკის ასობით მცხოვრებლებს შორის რეინფიცირების რისკი გამოიკვლია, რომლებსაც ტესტირებისას 2020 წელს ინფიცირება დაუდასტურდათ.

„კვლევის შედეგების თანახმად, მათთვის, ვინც წელს არ აიცრა, რეინფიცირების რისკი 2.34-ჯერ მეტი იყო. ვაქცინის დამატება უკეთეს დაცვას გვთავაზობს, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი, რომელიც წარმოიშვა ვირუსთან თავდაპირველი ბრძოლის შედეგად“, - განაცხადა რონი კარინ რაბინმა.

კვლევის ავტორების თქმით, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

CDC–ს დირექტორმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ ახალი კვლევის მონაცემები მხოლოდ აძლიერებს COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობას - თუნდაც მათთვის, ვისაც ადრე ჰქონდა ინფექცია.

„თუ ადრე გქონდათ COVID-19, გთხოვთ მაინც აიცრათ, ვაქცინის მიღება საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის და გარშემომყოფების დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დელტას უფრო გადამდები ვარიანტი ვრცელდება მთელ ქვეყანაში“, - აღნიშნავს როშელ ვალენსკი.

CDC-ის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციას მაღალი რისკის ასაკობრივ ჯგუფებში ამცირებს, ასევე, ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინამ, რისკჯგუფებში 85%-იანი დაცვა აჩვენა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინაცია უნაყოფობას არ იწვევს, კორონავირუსს კი ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია

👉 Johnson & Johnson-ის ვაქცინამ სამხრეთ აფრიკაში მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

👉 „ვაქცინის ბუსტერული დოზების გამოყენებისთვის საკმარისი მონაცემები არ არის“

👉 სრულად აცრილებს კორონავირუსით ინფიცირების სამჯერ ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე აუცრელებს