COVID-19

„კოვიდგადატანილებს რეინფიცირების რისკი 5-ჯერ აქვთ გაზრდილი“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია უნდა მიეცეს“
1642177956
დაკოპირებულია

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კორონავირუსის მორიგი ტალღის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, იმ ადამიანების დაინფიცირების რისკი, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ, 5-ჯერ არის გაზრდილი. 

„უკვე მოდის კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღა. ძალიან დიდი მზაობა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება ქვეყანას, ერთი მხრივ, საწოლფონდის მობილიზების, მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების კუთხით. პირველადი რგოლი, რომელზეც ძალიან დიდი ყურადღება გამახვილდა: ყველა ადამიანმა ამ ტალღის წინ, რომელზეც არის გარკვეული მოსაზრება, რომ ვერცერთი ადამიანი ამას ვერ გადაურჩება. გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად.

სამწუხაროდ, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც მაღალი რისკის წინაშე არიან, ყველაზე მეტად დაცული არიან ბუსტერული დოზის მქონე ადამიანები, მათი რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ, 100 ათასს არ აღემატება. ძალიან ვთხოვთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას, ვისთანაც გავიდა სამი და მეტი თვე ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ დოზა ვაქცინის, ვაქცინა არის ვადიანი, სრულფასოვანი და თქვენ ამით გექნებათ პრაქტიკულად 80-პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ მძიმე დაავადება არ გაგივითარდებათ. თუ ჩვენი მოსახლეობის 35%-დან ავწევთ პირბადის სწორად გამოყენებას 80%-მდე, ჩვენ საერთოდ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან რაიმე სახის შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ემართებათ თუ არა აცრილებს ომიკრონი აუცრელებზე ხშირად - ექსპერტების განმარტება

🔴 „თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან სიმპტომები გაქვთ, PCR და სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

🔴  ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔴  პირბადეები ადამიანებს უფრო მიმზიდველებს ხდიან - მეცნიერები

🔴  პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსის გართულების რისკს აორმაგებს

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.