მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდგადატანილები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად აცრილად ჩაითვლებიან“ - გიორგი ღიბრაძე

ვაქცინაცია და ინდური შტამი
1628505730
COVID-19

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რაც სრულად აცრილი პირებისთვის“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღო.

„ამასთან, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად აცრილად ჩაითვლებიან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაციები, რაც სრულად აცრილი პირებისთვის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად.

„საქართველოში როდესაც შემოდის ადამიანი, თუ ის ორჯერ არის აცრილი, მას არ ეხება შეზღუდვები საზღვრის კვეთისას. ასევე დასწრება სემინარებზე, ვორქშოპებზე და ა.შ.

ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად.

შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსის და თუ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც ორჯერ აცრილ ადამიანს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

👉 ქორწილები და ქელეხები კვლავ აკრძალული რჩება