მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება სრულად მოიხსნა

კოვიდიზოლაცია
1664347843
COVID-19

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება სრულად მოიხსნა.

მანამდე არსებული რეგულაციის გათვალისწინებით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ, მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში პირბადე უნდა ეტარებინათ.

„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში – მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ: საკვების დაწესებულებებში)“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.