მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე წამალი“ - მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1635070227
COVID-19

„გადასხმები“ არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება, არც ანტიბიოტიკები“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება არსებობს, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს.

„გადასხმები“ არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება! ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება! ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი! და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე წამალი! კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება​ კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება! კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი! კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი! არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ პაციენტს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი! პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ სჭირდება ჟანგბადი, არ სჭირდება დექსამეტაზონი! დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული გართულებები ჰქონდეს და ამიტომ თვითნებურად მისი გამოყენება არ შეიძლება“, - წერს მაია ბუწაშვილი

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე